უცხოეთი
ლიტვა უკრაინას 2 მილიონი ევროს ღირებულების იარაღს გადასცემს

      საქართველო, 1 დეკემბერი, საქინფორმი. უკრაინა ლიტვისგან 2 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალებს მიიღებს. ინფორმაციას ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს.
ლიტვის თავდაცვის მინისტრი რაიმუნდას კარობლისი აცხადებს, რომ იარაღის გადაცემა იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც უკრაინა ლიტვიდან ქვეყნის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად და თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად იღებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკრაინის არმია ლიტვისგან 100 ტყვიამფრქვევს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, 7 ათას ავტომატურ იარაღს და 2 მილიონ ტყვიას მიიღებს.
აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ კიევმა ვილნიუსისგან 150 ტონა სამხედრო იარაღი მიიღო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ იარაღის მიწოდების მოთხოვნით ლიტვას უკრაინის მთავრობამ მიმართა.

imedinews.ge