პოლიტიკა
2018 წლის დადგომამდე პატრიარქი გადადგება და საქართველოს ახალი პატრიარქი ეყოლება – შიო მესამე!“ - ჯუმბერ კირვალიძე

      საქართველო, 1 დეკემბერი. საქინფორმი. “ეტყობა, კათოლიკოს-პატრიარქი წმინდა სინოდის იმედად ვერ იქნება და გადადგება, რომ მის სიცოცხლეშივე სინოდის “მერყევ” წევრებს ახალი პატრიარქის არჩევაში “დაეხმაროს”, თორემ რა მოხდება იმ შემთხვევაში, როცა იგი აღარ იქნება, სამწუხაროდ, ძნელი გამოსაცნობი აღარ არის, რაც შესაძლებელია, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობას დაემუქროს…
ამიტომ უწმინდესი სათუოდ არ დატოვებს ამ საკითხს და მისი უდიდესი ავტორიტეტის წყალობით გარდაუვალი ცვლილების პროცესს თავად წარმართავს და ისე დააგვირგვინებს, როგორიც უფლის ნებაა, რაც ეკლესიას გააძლიერებს და მთლიანობას შეუნარჩუნებს-განამტკიცებს, ხოლო მას, უწმინდესს და უნეტარესს ილია მეორეს, მის უდიდეს სახელს და ღვაწლს, სამუდამოდ უკვდავყოფს, როგორც საქართველოს და ქართველი ერის სულიერი წინამძღვრის და ღვთითკურთხეული ერის მამის!
დიახ, 2018 შობა-ახალი წლის (ძველით) დადგომამდე, მისი აღსაყდრებიდან 40 წლის თავზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წმინდა სინოდის კრებას მოიწვევს, სადაც აირჩევენ სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს და ეს იქნება პატრიარქის მოსაყდრე, ქორეპისკოპოსი, მიტროპოლიტი მეუფე შიო (მუჯირი).
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიამ იცის ქვეყნის 2 კათოლიკოსი, რომლებიც ატარებდნენ ამ სახელს, შიო I (1356-1364 წწ.) და შიო II (1439-1443 წწ.). ასე რომ, 2018 წლიდან სრულიად საქართველოს ეყოლება ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III, – აცხადებს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვლიძე.