საზოგადოება
მერაბიშვილის პატიმრობა არ გადაიხედება! - სოზარ სუბარი

      საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მკაფიოდ თქვა, რომ არანაირი პოლიტიკური მოტივი ვანო მერაბიშვილის პატიმრობაში არ იკვეთება“, - ამის შესახებ ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მინისტრის თქმით, მერაბიშვილის პატიმრობა არ გადაიხედება და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მერაბიშვილის პატიმრობასთან საერთო არაფერი აქვს.
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ადვოკატებს აცილება მისცა. მისი ინტერსები, შესაძლოა, სახაზინო ადვოკატმა დაიცავს.