სამართალი
ესპანეთის პოლიციის მასშტაბური ოპერაცია ქართული მაფიის წინააღმდეგ.

      საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. დაკავებულია 20 ადამიანი, რომელთა შორის ესპანური მედია კანონიერი ქურდის კახაბერ შუშანაშვილის მეუღლესაც ასახელებს.
ოპერაცია კატალონიის რეგიონსა და მადრიდში გამთენიისას ჩატარდა. 20-ვე ეჭვმიტანილი მადრიდში, ბარსელონაში, გავაში, მატაროსა და კორნელიაში დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილებს კავშირი აქვთ კახა შუშანაშვილის დაჯგუფებასთან და ბრალად ედებათ ბინების ძარცვა და ფულის გათეთრება. ესპანური პრესა წერს, რომ დღევანდელი ოპერაცია კატალონიაში მოქმედი ქართული მაფიისთვის სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა.