სამართალი
„ხალხი არ ხართ, რას შვრებით!“ - პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომელი დაიკითხა

      საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ამოდიოდა არაადამიანური ხმები, ხალხი არ ხართ, რას შვრებითო. დახმარებას ითხოვდნენ. დავინტერესდი და ჩავედი საკანთან. დავინახე, რომ .. წამების საკანში ეგდო პატიმარი, იმ დროს ჩემთვის უცნობი. ეს ქათმები ამოვიცანი, ვინც იყვნენ. ერთი ზედმეტსახელადგოჭოიყო და ზევიდან უყურებდნენ. გამოვბრუნდი ექიმთან დასარეკად, მაგრამ მითხრეს, რომ ექიმი უკვე მოდიოდა. როგორც მერე გავიგე, ეს პატიმარი თეთრაძე იყო და გულით გარდაცვლილა. ვერ გაუძლო წამებას. როგორც თქვეს, მერე ამ ქათმებს მასზე ფიზიკურად უძალადიათ“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომელმა, რომელმაც დეტალურად გაიხსენა 2011 წლის სექტემბერი, როდესაც სერგო თეთრაძე დააკავეს. მან ნახა, როგორ გაიყვანეს თეთრაძე ციხიდან ალექსანდრე მუხაძის კუთვნილი ავტომობილით.