აქტუალური
ეს შეეხება მხოლოდ დაზვერვის თანამშრომლებს! - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განმარტება

      საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, სუს-ის თანამშრომელს, სამსახურის კუთვნილების გაუმჟღავნებლად, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნება.
„ჩვენ მივუთითეთ, რომ აუცილებლად მითითებული უნდა იყოს, რომ ეს შეეხება მხოლოდ დაზვერვის თანამშრომლებს, არის აპრობირებული ფუნქცია და ეს გამოიყენება ყველა ქვეყანაში და აქამდეც ჩვენს ქვეყანაშიც გამოიყენებოდა. ამიტომ ხარვეზი კომიტეტის ფარგლებში იყო აღნიშნული, მთავრობამ გაიზიარა და, შესაბამისად,  უკვე პირველი მოსმენის პირობებში ის წარმოდგენილი იქნება ამ ჩასწორებით და მიეთითება წინ, რომ ეს მხოლოდ დაზვერვის თანამშრომლებს შეეხება“,  - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.