უცხოეთი
სააკაშვილის განცხადებით, პოროშენკომ მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა

      საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ოდესის ყოფილი გუბერნატორის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტმა 3 დეკემბრამდე მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა.
"პრეზიდენტმა პოროშენკომ საბოლოოდ გადალახა წითელი ხაზი: მან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით ჩემი დაკავების ბრძანება გასცა"- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ეს განკარგულება პოროშენკომ უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოსა და უსაფრთხოების სამსახურს მისცა.
სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო. 2017 წლის 26 ივლისს კი პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს შეუჩერა.
სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მან პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან ძალით გაარღვია კორდონი, რის გამოც მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

imedinews.ge