საზოგადოება
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით მგზავრების გადაყვანა 2018 წლის პირველი ნახევრის ბოლოს დაიწყება

      საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პირველ არხს ექსკლუზიურ ინტერვიუში თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა მედ არსლანმა განუცხადა. ბაქო-თბილისი-ყარსი ისტორიული მარშრუტია, რომელიც ტურისტებისთვის საინტერესო სხვა ქალაქებსაც მოიცავს. დარწმუნებული ვარ, მაგისტრალი იქნება პოპულარული როგორც მგზავრებისთვის, ისე ტვირთებისთვის“, – აღნიშნა არსლანმა.
მინისტრის განცხადებით, ეს პროექტი უფრო მეტია, ვიდრე ბაქოს, თბილისისა და ყარსის დამაკავშირებელი მაგისტრალი. მგზავრი ან ტვირთი ჩინეთიდან ან ყაზახეთიდან დაუკავშირდება თურქეთის გავლით ხმელთაშუა ზღვის სახელმწიფოებს, სტამბოლის გავლითსხვა ევროპულ ქვეყნებს. ბაქო-თბილისი-ყარსს არაერთი უპირატესობა აქვს, ის ამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებს და ტვირთის გადაზიდვის დროს“, – დასძინა მინისტრმა.