სამართალი
საბაჟოზე აზერბაიჯანული საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელი დააკავეს

arrestedანტალიიდან მომავალი აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბ „ტურანის“ შემადგენლობა საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე 4 საათით გააჩერეს. აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, კლუბი ანტალიაში შეკრებაზე იყო და საქართველოს გავლით, სამშობლოში ბრუნდებოდა. „ვესტი.აზ“-ის მტკიცებით, ქართველმა მებაჟეებმა „თურანს“ სოლიდური ჯარიმა დააკისრეს. გუნდის ხელმძღვანელი იმან ჰასანოვი და ავტობუსის მძღოლი გუნდუზ გასიმოვი კი დააპატიმრეს. „თურანის“ შემადგენლობაში 4 ქართველი ფეხბურთელიც თამაშობს. ვითარების გასარკვევად გუნდმა დახმარებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, რომელთაც „თურანს“ ტერორისტული დაჯგუფება უწოდეს. საბაჟოდან ავტობუსისა და სპორტსმენების გათავისუფლება დაკისრებული ჯარიმის გადახდის შემდეგ მოხერხდა.