აქტუალური
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლიდან ამოქმედდება

      საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, საქართველოში შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები დასრულებულია, ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ კი დღეს დაადასტურა, რომ ხელშეკრულების ამოქმედება მომავალი წლიდან მოხდება.