უცხოეთი
არგენტინის საზღვაო ძალები: გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავზე მოკლე ჩართვა მოხდა

      საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. წყალქვეშა ნავის "სან ხუანის" ბორტზე მოკლე ჩართვა მოხდა. ამის შესახებ არგენტის საზღვაო-სამხედრო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა.
ანრიკე ბალბის განმარტებით, ნავის კავშირზე ბოლოჯერ გამოსვლის დროს, "სან ხუანის" კაპიტანმა დისპეტჩერებს აცნობა, რომ ბორტზე ელექტრო აღჭურვილობასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა.
კაპიტნის თქმით, მოკლე ჩართვამ ხანძარი გამოიწვია. საზღვაო-სამხედრო ძალების წარმომადგენლის თქმით, ამის შემდეგ წყალქვეშა ნავმა ბაზაზე დაუყოვნებლივ დაბრუნების ბრანება მიიღო, რის შემდეგაც კაპიტანი კავშირზე კიდევ ერთხელ გამოვიდა. მან დისპეტჩეტერებს აცნობა, რომ ხანძარი ჩააქრეს და ბაზაზე ბრუნდებიან, თუმცა ამის შემდეგ "სან ხუანთან" კავშირი აღარ დამყარებულა.
წყალქვეშა ნავი, რომლის ბორტზე 44 ადამიანი იმყოფება, 15 ნოემბერს გაუჩინარდა. წყალქვეშა ნავების ყველაზე მასშტაბური ავარიების შესახებ ისტორიები შეგიძლიათ ამ ბმულზე წაიკითხოთ.

imedinews.ge