საზოგადოება
შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია! - სინოდის წევრები ვაშინგტონში იმყოფებიან

      საქართველო, 28 ოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. სინოდის წევრები გუშინ მივიდნენ კონგრესის ბიბლიოთეკაში, სადაც აზიის და აფრიკის განყოფილება დაათვალიერეს.
სასულიერო პირები გუშინ მთელი დღის განმავლობაში გამართავენ შეხვედრებს, მათ შორის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან და საზღვაო ძალების წარმომადგენლებს.
მეუფე იაკობის განცხადებით ერთ-ერთი შემაკავებელი ფაქტორი, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, არის შეერთებული შტატები. ერთადერთი შემაკავებელი ფაქტორი, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია არ მოხდეს, არის შეერთებული შტატები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომ მასთან ურთიერთობა არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გაგვიცნონ. ჩვენზე ახლა ათასი ჭორ-მართალი ითქმევა ხოლმე და მიგვაბავენ ხოლმე რაღაც სივრცეს, მაგრამ ყველამ იცოდეთ, რომ ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება იქ სადაც სჭირდება საქართველოს“, -განაცხადა მეუფე იაკობმა.
ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს მეუფე თეოდორეც. მისი თქმით ადგილზე წარმოდგენილები არიან მაღალი იერარქიის წარმომადგენლები და არამარტო მართლამდიდებელი ეკლესიის, არამედ იმ ტრადიციული რელიგიებისა, რომლებიც საქართველოში არიან.