სამართალი
გიორგი გიუნაშვილი ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულია

      საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილი, რომელიც ცხინვალის ციხეში თითქმის 18 თვის განმავლობაში იმყოფებოდა, გათავისუფლებულია და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს 26 ნოემბერს გადაეცა. გიუნაშვილი ამჟამად საკუთარ ოჯახში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დროებით დასახლებაში იმყოფება.
გიორგი გიუნაშვილი 2016 წლის 8 ივნისს დაკავე. მისი გათავისუფლების საკითხი მუდმივად განიხილებოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრებზე სოფ.ერგნეთში.