სამართალი
ამერიკულმა მხარემ საქართველოს ტერორისტული ჯგუფის შესახებ დაწყებულ გამოძიებაში დახმარება შესთავაზა - იან კელი

      საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა. ჩვენ ამას უკვე უზრუნველვყოფთ. მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და აშშ- შორის თანამშრომლობა პროდუქტიულია.
რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს ახმედ ჩატაევი, ეს ჯერ ასი პროცენტით უნდა დადგინდეს. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა არსებობს. ჩვენ გვინდა, გავიგოთ, რა მოხდა და დავსვით კითხვები. აშშ ჩაერთო გამოძიებაში - გამოძიების ფედერალური ბიუროს ექსპერტები ჩაერთნენ. საქართველოს მთავრობას უნდა დააზუსტებინოთ, თუ რა სახის დახმარებაზეა ლაპარაკი“, - აღნიშნა ელჩმა.