პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი არის კერძო პირი და ის არ არის მაღალი დონის დისკუსიების განხილვის საგანი - იგორ დოლგოვი

      საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. „ის ახლა არის კერძო პირი უკრაინაში და ეს არ არის ოფიციალური მოლაპარაკების განხილვის საგანი. ის არ არის ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი, არც უკრაინაში, არც - საქართველოში. თუ გაქვთ კითხვები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში, თვითონ მას ჰკითხეთ, მე არა. ჩვენ ვერ ვხედავთ პრობლემას, ის აგრძელებს უკრაინაში ყოფნას, პოლიტიკურ აქტიურობას, რომელიც, სიმართლე გითხრათ, არც ძალიან პოპულარულია“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა.