აქტუალური
ერთ კვირაში მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციას ელოდებიან

      საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. მოპატიჟება პატრიარქ კირილის წარმომადგენელმა თბილისში ვიზიტისას რამდენიმე კვირის წინ პირადად ილია მეორეს გადასცა. ცნობილია, რომ რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლის იუბილეზე მაღალი იერარქიის 3 სასულიერო პირისაგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება. დელეგაციას ახალციხის, ტაო კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე უხელმძღვანელებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღონისძიებაზე არ მიემგზავრება თავად საქართველოს პატრიარქი.
აფხაზეთის საკითხსაც და ცხინვალის საკითხსაც ყველა შემთხვევაში დასვამენ, სადაც კი ამის საშუალება მიეცემათ კომპეტენტურ პირებთან. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს და არაერთგზის დავაყენეთ ეს საკითხი, რომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ჩვენი იურისდიქცია განხორციელდეს. არა მარტო იმით, რომ სიტყვით ვარ აღიარებული, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და საქართველოს ეკლესია უნდა ახორციელებდეს იქ მოღვაწეობას, არამედ პრაქტიკული თვალსაზრისით გვქონდეს შეწევნა, თანადგომა იმისა, რომ ქართულ სამღვდელოებას ჰქონდეს შესაძლებლობა, მოემსახუროს თავის მრევლს, - განაცხადა დეკანოზმა კახაბერ გოგოტიშვილმა.