პუბლიკაციები
ნინო ჩხობაძე: "თბილისში მალე ვეღარ ვისუნთქებთ!"

chxobadzeჩვენს დედაქალაქში იჭრება უამრავი ხე, თითქმის აღარ არსებობს მწვანე საფარი, ბევრი სკვერი ამოვარდა რეკრეაციული ზონიდან, ანუ გვაცლიან ჰაერს და ხალხი ჩუმადაა. ვინ უნდა აგოს პასუხი ამ ქმედებებზე და რა მოელის თბილისს რამდენიმე წლის შემდეგ? – ამის შესახებ საქინფორმს საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – "დედამიწის მეგობრები" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ესაუბრა.

ქალაქებისთვის აუცილებელია მწვანე საფარი, მთელ საბჭოთა კავშირში თბილისი ამ მხრივ გამორჩეული იყო. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ არის დამაკმაყოფილებელი. ერთ სულ მოსახლეზე უნდა მოდიოდეს რამდენიმე კვადატული მეტრი გამწვანებული ფართობი, მაგრამ რაზეა საუბარი, როდესაც ქალაქის პარკებში, ხეებისა და სხვა მცენარეების ნაცვლად, კორპუსებიწამოჭიმული.

ეს პრობლემა თბილისს, უკვე ოცი წელია, აქვს. ჯერ იყო და რესტორნების შემოტევყო, შემდეგ ოფისების და ახლა კორპუსების. ვაკე თბილისში საუკეთესოგამწვანებულ ზონად ითვლებოდა, ახლა კი იქ მხოლოდ ახალაშენებული კორპუსებია. მსგავსი სიტუაციაა როგორც ქალაქიცენტრში, ასევე გარეუბნებშიც, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ცნება ,,მწვანე სარტყელი’’ ჩვენთან აღარ არსებობ.

– რაშია გამოსავალი ასეთ სიტუაციაში?

ერთადერთი გამოსავალი არის გენგეგმა და პარკებისა და სკვრეის წითელი ხაზი. 90იანი წლებიდან დაწყებული ეს მუდმივად იყო ,,მწვანეთა მოძრაობისათვის’’ პრობლემა, რადგან ჩვენ ვერასდრომოვახერხეთ, კონკრეტულად დადგენა, სად არის მწვანე ზოლი, სად არის წითელი საზღვარი, რომ მშენებლობა არ განხორციელდეს. დღეს ჩვენ ამგვარ აქტებს ვაწყდებით პლეხანოვზე, ვაკის პარკში, ვარდების ბაღში... აღარ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, კატასტრფის წინაშე დგას თბილისი და ამას ყურადღებას არავინ აქცევს. თბილისის გამწვანების პრობლემა კრიტიკულ ზღვარზემისული. მცირდება მწვანე საფარი. მთელი თბილისი მოიცმშენებარე ობიექტებმა, იპოდრომი, სადაც უამრავი ხე გაიჩეხა, უკვე გარშემორტყმულია კორპუსებით. 

–როგორ შეიძლება შეჩერდეს ეს პროცესი?

ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ პროცესიშეჩერება, ქალაქის გენგეგმაა და არა მიწათსარგებლობის გეგმა. ჩვენ დღეს ქალაქში გვაქვს მიწათსარგებლობის გეგმა და არ გაგვაჩნია გენგეგმა, რომლის ნაწილიც მიწათსარგებლობის გეგმა უნდა იყოს და ომელმაც უნდა განსაზღვროს, სად რა უნდა აშენდეს სად უნდა იყოს სახლები, სად უნდა იყოს სამრეწველო ობიექტები, ოფისები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უნდა იყოს დაგეგმილი!

– გაუძლებს ქალაქი ამდენ მშენებლობას, თუნდაც ამ ახალი სატრანსპორტო დერეფნისას?

ჩვენ ვდგავართ კატასტროფის წინაშე. ქალაქში, სადადაჭრეს ყველაფერი, მთებიც და კლდეებიც კი, და აშენებენ ამხელა კორპუსებსა თუ სატრანსპორტო დერეფნებს, მომავალზე არავინ ფიქრობს. არავინ ფიქრობს, არათუ გამწვანებაზე, არამედ იმაზე, აიტანს კი ეს ქალაქი ამდენ ნგრევას? ტელევიზიით გვაჩვენეს, რომ ხეები დარგეს, მაგრამ ამ აქციის შემდეგ ვინმემ ნახა ის ხე? გაიხარა კი საერთოდ?

–ხეების მოჭრისას ითვალისწინებენ ხის ასაკს და ვარგისიანობას თუ ამ ხეებს მხოლოდ იმიტომ ჭრიან, რომ ადგილის გამოთავისუფლება სჭირდებათ?

–ახლახან აღმაშენებელზე მოიჭრა უნიკალური, იშვიათი სახეობის მაგნოლიები. ჩვენს ზონაში გახარებული მაგნოლია კი იშიათობაა. შესაბამისად, ახლა რომ მოგინდეს თავიდან მათი დარგვა, უკვე ვეღარ გაახარებ. მოიჭრა ძალიან ბევრი ისეთი ხეც, რომლებიც 40-50 წლისა იყო და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამის გამო უნდა ამოეძირკვათ, მით უფრო, მათი სიცოცხლისუნარიანობა შეადგენს 100 წელს და მეტსაც.

–ვისი კომპეტენციაა ამ საკითხის მიხედვა?

ეს მთლიანად არის ქალაქის ურბანული დაგეგმარების საკითხი და უნდა გადაწყვიტონ ქალაქის მესვეურებმა. რა თქმა უნდა, ამდენ შეცდომზე პასუხი მათ უნდა აგონ. გამოსავალი კი არის ერთადერთი: სწორდაგეგმონრას, სად და როგორ გააკეთებენ. აქცენტი არსებული სკვერების მოვლაზეც უნდა გაკეთონ, მარტო სისუფთავე არ არის საკმარისი, ძალიან ბევრი სკვერი ამოვარდა რეკრეაციული ზონიდანაი ეს არის პრობლემა, ისედაც მწირგამწვანების ხარჯზე ჩვენ, პრაქტიკულად, ვიღებთ უფრო მწირს. ახალი სკვერების გაკეთება კი ისეთ ურბანულ გარემოში, როგორიც თბილისია, ძალიან რთულია.

–დედაქალაქის მესვეურთა დღევანდელი ქმედების შედეგი რამდენად საგანგაშო სურათს მოგვცემს რამდენიმე წლის შემდეგ?

მას, რომ ვერ ვისუნთქებთ! ვერ ვისუნთქებთ, იმიტომ რომ მწვანე საფარი 3 რამისგან იცავს ადამიანს: 1) ხმაურისგან, 2) შთანთქავიმ გამონაბოლქვს, რომელიც დღეს თბილისში აუტანელი რაოდენობითაა და ხეების სიმცირის გამო ვერ ხდება მათი განეიტრალება და 3) ზოგადად, მწვანე ფერი ყველა ადამიანს ეხმარება სტრესული სიტუაციიდან გამოსვლაში.

დღევანდელი ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, 10დან 9 ადამიანს აქვს ნევროზი. სწორედ გამწვანებულ პაკებსა და ხეივნებში ფეხით სეირნობისას გამოდის ადამიანი სტრესული მდგომარეობიდან. თუ აღარ გვექნება ხეები, აღარ გვექნება ჰაერი, იქნება ხმაური და ამდენი დანევროზებული ადამიანი. შედეგი ნამდვილად ვალალო იქნება.