სამართალი
სპეცოპერაციამდე ჩატაევის მეუღლე საქართველოს დატოვებას გეგმავდა

      საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ჟურნალისტ გელა მთილიშვილის ინფორმაციით, ახმედ ჩატაევის მეუღლე აინა მარგოშვილი და მათი ვაჟი, რომელიც, სავარაუდოდ, 5 წლისაა, საქართველოში იმყოფებოდნენ და ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ, თუმცა ეს ვერ შეძლეს.
მთივლიშვილი ამბობს, რომ ეს არის მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომლის შემოწმება ვერ მოახერხა. ამის შესახებ გელა მთივლიშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.