აქტუალური
ლარი გაუფასურებას განაგრძობს

      საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7183 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7062 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2440 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 3.2112 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები დღეიდან შევიდა ძალაში.