პოლიტიკა
ცხადია, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთი უბრალოდ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ეს წარმოუდგენელია! - ზურაბ აბაშიძე

      საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ “პირველი არხის» ანალიტიკოს ზვიად ავალიანთან ინტერვიუში ილაპარაკა.
კიდევ ერთხელ დავესესხები ნატოს გენერალურ მდივანს, რომელმაც თქვა, რომ რუსეთთან დიალოგი ძალიან რთულია, მაგრამ სწორედ ამიტომ არის აუცილებელი. თავად აღნიშნეთ, რომ უკრაინას, ყველაფრის მიუხედავად, დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ გაუწყვეტია რუსეთთან. მე არ ვაფასებ, ეს სწორია თუ არამაგრამ აქვთ მათ თავიანთი არგუმენტები და ინარჩუნებენ კომუნიკაციას.
ბოლოს და ბოლოს, ხშირად იქმნება ფორსმაჟორული სიტუაციები. მეზობელ ქვეყანასთან – თან ამხელა ქვეყანასთან – კომუნიკაციის გარეშე არ გამოდის. ცხადია, ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ საერთოდ არავითარი კომუნიკაცია არ არის საჭირო და რუსეთი უბრალოდ უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ეს წარმოუდგენელია.
არ დავუჯეროთ ნატოს, ვაშინგტონის ადმინისტრაციას, ევროკავშირის ხელმძღვანელობას და დავუჯეროთ რომელიმე პოლიტიკოსს, რომელსაც რუსეთთან ურთიერთობის ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიარასწორი იქნება.
თქვენთან ახლოს დიდი დათვი რომ დადიოდეს, მას ვერ დააიგნორებთ. შესაძლოა, ეს არ არის კარგი ვითარებამაგრამ სხვა სცენარი კიდევ უფრო უარესი იქნებოდა. დღევანდელ მსოფლიოში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ქვეყნებს უფრო ხშირად უწევთ, აირჩიონ ცუდსა და უარესს შორის, ვიდრე კარგსა და უკეთესს შორის.
ამასთანავე, რუსეთთან ურთიერთობას ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ და მუდმივი კონსულტაციები გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი შეთანხმებულია მათთანაც. ისინი ცალსახად უჭერენ მხარს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ კურსს და მათი მხრიდან ხშირად კეთდება შესაბამისი განცხადებები.
რაც შეეხება საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ითხოვს დიალოგის უფრო მაღალ პოლიტიკურ დონეზე გადასვლას – გარწმუნებთ, რომ ამ ეტაპზე რისი გაკეთებაც, რეალობიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ჩვენ ვაკეთებთ. მომავალი დაგვანახვებს ახალ შესაძლებლობებს“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.