საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. თურქულმა ოფიციალურმა გამოცემამ DailySabah-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევი მკვდარია. ინფორმაციას მედიასაშუალება გამოცემა Habertürk-ის სტატიაზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ცნობით, საქართველოში ჩატარებული 17-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად 3 მოკლულს შორის, შესაძლოა, ახმედ ჩატაევიც იყო.
Daily sabah-ის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებულმა ახმედ ჩატაევმა საქართველოს საზღვარი, სავარაუდოდ, არალეგალურად გადმოკვეთა და თბილისში ერთ-ერთ ბინაში ცხოვრობდა.
ახმედ ჩატაევი 22 ნოემბერს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს - ჩატაევის ოჯახთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "კავკაზ რეალი" ავრცელებს. თუმცა აქვე ნათქვამია, რომ ფაქტის ოფიციალური დადასტურება ამ დრომდე არ მომხდარა.