პოლიტიკა
არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში, ანუ რა ენაზე მეტყველებს პრეზიდენტი მარგველაშვილი?

      საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. „ის მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში, არა მხოლოდ ოპერატიულ ნაწილში, ოპერატიულ ნაწილში დიდი მადლობა გადავუხადე იმათ ვინც მოქმედებდა. მაგრამ, კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება და რომ არ არის უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომელიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებაში, რომ კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს ასეთი შემთხვევები, ალბათ ამ მიამიტურ განცდებს, რომელსაც არ ვიცი რა საფუძველი გააჩნია, ალბათ ამ მიამიტურ განწყობებს ნათელი პასუხი გაეცა!“ - ასე გამოეხმაურა გიორგი მარგველაშვილმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ ოპერაციას.
გაიგე რამე, ძვირფასო მკითხველო? ვერც ჩვენ გამოვიტანეთ აზრი...