აქტუალური
სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე, სავარაუდოდ, სუხო დუდაევია - „რუსთავი 2“-ის ესკლუზივი

      საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. ტერორიზმში ბრალდებული პირის ვინაობას ყველა ძალოვანი უწყება ამ დრომდე საიდუმლოდ ინახავს. ცნობილია მხოლოდ ინიციალები, .. „კურიერის“ ინფორმაციით კი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული პირი სუხო დუდაევია.
ინფორმირებული წყარო „კურიერს“ უყვება, რომ დუდაევის სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეშიც ფიგურირებდა, ის ე.წ. ჩეჩნური დაჯგუფების წევრი იყო, რომელმაც გაქცევა მოახერხა.
მოსამართლემ დღევანდელ გასაიდუმლოებულ პროცესზე ტერორიზმში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის დანახვის საშუალება არ ჰქონდა არავის, სასამართლოს სამი მანდატურის, მოსამართლის, პროკურორისა და ადვოკატის გარდა.
მანდატურები პირად საუბარში ამბობენ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმს სასამართლოს დარბაზში ბრალდებული ალყაში ჰყავდა მოქცეული.
პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა მხოლოდ ის დააზუსტა, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და მეტის თქმის უფლებას მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აძლევს.