უცხოეთი
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა ხაჯიმბას ვიზიტისთვის საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს

      საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. 26-27 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა საქართველოსთან ადმინისტრაციულ საზღვრას კეტავს. ინფორმაციას რუსეთის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული Sputnik-ossetia ავრცელებს.
ე.წ. საზღვრის დაკეტვა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ორდღიან ვიზიტს უკავშირდება. გამოცემის ინფორმაციით, საზღვარი 27 ნოემბერს ცხრა საათზე გაიხსნება.

on.ge