აქტუალური
ინფლაციის წნეხი შესუტდება

baindurashმთავრობა იმედოვნებს, რომ 2001 წლის ბიუჯეტი წარმატებით შესრულდება. ასეთი პროგნოზის საფუძველი მიმდინარე წლის იანვრის მონაცემები გახდა. ფინანსთა მინისტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იანვარში ბიუჯეტი პროფიციტულია და მასში 36,7 მლნ ლარით მეტი რესურსები იქნა მობილიზებული, ანუ სახელმწიფომ 36 მლნ ლარით ნაკლები დახარჯა ეკონომიკაში, ვიდრე ამოიღო.

"2011 წლის იანვარი, გასული წლებისაგან განსხვავებით, ფისკალურად კარგი შედეგებით დასრულდა. ზოგადად, იანვარში ეკონომიკური აქტივობა კლიმატური პირობებისა და ბუნებრივი ფაქტორების გათვალისწინებით, ნაკლებია, მაგრამ წელს შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო. იანვარში ეკონომიკური აქტივობა იქნა შენარჩუნებული და, რაც მთავარია, იანვარი არის პროფიციტული. მიუხედავად იმისა, რომ დეფიციტი 2011 წლის განმავლობაში 4,5 %-ის დონეზე გვაქვს დაგეგმილი, მაქსიმალურად ვცდილობთ ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომ 2011 წლის პირველი ნახევარი იყოს დასტაბილურებული. ვცდილობთ, ვიდრე ტურისტული სეზონი დაიწყება, იქნება სავალუტო შემოდინება და მოსახლეობა მოსავალს აიღებს, რაც ფასების დასტაბილურებას შეეშველება, რომ ყოველი თვის ბიუჯეტი იყოს სტაბილური," - აცხადებს კახა ბაინდურაშვილი.

მისი განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ხარჯზე, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს, და ის ფისკალური პოლიტიკა, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, საერთო ჯამში შედეგს გამოიღებს და ინფლაციის წნეხი შესუსტდება.