აქტუალური
მერიამ „სითი პარკს“ ხელშეკრულების დარღვევისთვის, შესაძლოა, დამატებითი ვადა დაუდგინოს

      საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მერიამ, შესაძლოა, ”სითი-პარკსხელშეკრულების დარღვევისთვის დამატებითი ვადა დაუდგინოს, ვადის გასვლის შემდეგ კი, დარღვევების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების მყისიერი გაწყვეტა მოხდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა.
მე არაერთხელ მითქვამს, რომსითი-პარკიარღვევს ხელშეკრულებას და ამას ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირება მოყვება, რაც არის ხელშეკრულების მიხედვით დამატებითი ვადის დადგენა. და ამ ვადის გასვლის შემდეგ თუ არ იქნება დარღვევები გამოსწორებული, ხელშეკრულების მყისიერად შეწყვეტა მოხდება. სასამართლოსთვის მიმართვას ამ შემთხვევაში არ ვაპირებთ, იმიტომ, რომ არ გვჭირდება”, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ სასამართლოში ჩივილის გარეშეც შეუძლიათ მოსთხოვონ ხელშეკრულების მხარეს ხელშეკრულების პირობების შესრულება და შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანიას ხელშეკრულების შეწყვეტის აქტს გაუგზავნიან.