სამართალი
შსს-მ მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

      საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ოთხი პირი: 1991 წელს დაბადებული .., 1993 წელს დაბადებული .., 1985 წელს დაბადებული .. და 1989 წელს დაბადებული .. მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით მცხეთაში დააკავეს.
ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 22 ნოემბერს თბილისში, მეტროსადგურახმეტელის თეატრისმიმდებარე ტერიტორიაზე, 1984 წელს დაბადებულ .- თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ხელ-ფეხშეკრული ავტომანქანის საბარგულში მოათავსეს და გათავისუფლების სანაცვლოდ მისი ოჯახის წევრებს 7 000 ლარი მოსთხოვეს.
სამართალდამცველებმა ოთხივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მცხეთის შესასვლელში დააკავეს. პოლიციამ ვ.მ. უვნებლად გაათავისუფლა. გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე მიმდინარეობს.