სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

      საქართველო, 27 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალქალაქის რაიონის სოფელ ორჯაში მცხოვრებმა, 1985 წელს დაბადებულმა გ.ბ-მ და ადიგენის რაიონის სოფელ სმადას მცხოვრებმა, 1981 წელს დაბადებულმა გ.ხ-მ ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს.
სულ ჩაბარებულია: 2 გადაჭრილი სანადირო თოფი - .. „აბრეზი“, 112 საბრძოლო ვაზნა, 2 ხელყუმბარა, 2 ამფეთქი ფალია, 4 კილოგრამზე მეტი ტროტილი, ტყვიამფრქვევის 1 ვაზნა, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარის შემადგენელი ნაწილი და სასიგნალო პისტოლეტის 5 ვაზნა.
აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.