საზოგადოება
ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის დარიგება თებერვალში დაიწყება

vaucherebiმოსახლეობისთვის ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერის დარიგების ადმინისტრირებას სოციალური სუბსიდირების სააგენტო განახორციელებს. ამის შესახებ საქინფორმის კორესპონდენტს აცნობეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში, თან დასძინეს, რომ მოსახლეობისთვის ვაუჩერების დარიგება მიმდინარე თვეში დაიწყება.

"სახელმწიფომ უკვე დაითვალა და ამ ღონისძიებისთვის დაახლეობით 20 მილიონი ლარია საჭირო, რომელიც სარეზერვო ფონდებიდან გამოიყოფა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა.

ამასთან, როგორც სამინისტროში ამბობენ, ვაუჩერს "გადაწერის" ფუნქციაც აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ სურვილის შემთხვევაში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი ვაუჩერი ხელმოკლე მეზობელს ან ნათესავს გადაურიცხონ.

მოქალაქეებისთვის ელექტროენერგიის ვაუჩერების გადაცემის საკითხი გადაწყდა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბრის ბოლოს მთავრობის სხდომაზე.