საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. გიორგი გახარიას თქმით, საპატრულო პოლიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს უმნიშვნელოვანესი ქვედანაყოფია, მოსახლეობის უსაფრთხოების სადარაჯოზე.
„ჩემთვის უაღრესად დიდი პატივია აქ დგომა და ეს არის აბსოლუტურად გულწრფელი სიტყვები. ეს ერთი, მეორე - ძვირფასო პოლიციელებო, საპატრულო პოლიცია ნამდვილად არის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ქვედანაყოფი და ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ყოველდღე ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობით ზრუნავთ მათ უსაფრთხოებაზე. ამაზე მნიშვნელოვანი მისია დღეს ქვეყანაში არ არსებობს“, - მიმართა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შს მინისტრმა.
თეიმურაზ კუპატაძეს საპატრულო პოლიციაში მუშაობის 13-წლიანი გამოცდილება აქვს. 2017 წლის აგვისტოდან თეიმურაზ კუპატაძეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.