სამართალი
ლიკვიდირებულ იქნა აჰმედ ჩატაევი და მისი დაცვის თანამშრომლები - უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით მაყიშვილი

      საქართველო, 24 ნოემბერი, საქიფორმი. 22-საათიანი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. არ გამოირიცხება, რომ ლიკვიდირებულთა შორის სწორედ ტერორისტთა სიაში შეყვანილი აჰმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების ორი წევრია. ამავე დროს ითქვა, თითქოს აჰმედ ჩატაევმა სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა. თავდაპირველად ვარაუდი ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერთან დაკავშირებით, რომლის სახელი ლაფანყურის სპეცოპერაციასაც უკავშირდება, უკრაინის თადარიგის პოლკოვნიკმა დავით მაყიშვილმა გამოთქვა.
მომწერა, რომ ლიკვიდირებულ იქნა აჰმედ ჩატაევი და მისი დაცვის თანამშრომლები, მისი დაჯგუფების წევრები. ის მეგობრობს ერთ-ერთ ჩეჩენ მებრძოლთან, რომელიც იყო აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრი და დღევანდელი სპეცოპერაციის შედეგად ის იქნა ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევთან ერთად. დაახლოებით ოთხი დღის წინ მას ჰქონდა კომუნიკაცია ჩატაევის მეგობართან, რომელმაც მას უთხრა, რომ იმყოფებოდა საქართველოში აჰმედ ჩატაევთან ერთად, - განაცხადა თადარიგის პოლკოვნიკმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა დავით მაყიშვილმა, - იუწყება "რუსთავი 2".