პოლიტიკა
საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. პანკისის უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილი თბილისში კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილებს შორის პანკისელის არსებობას გამორიცხავს. ამის შესახებ უხუცესთა საბჭოს წევრმა imedinews-ს უთხრა.
ხასო ხანგოშვილის განცხადებით, შეუძლებელია, დაღუპულებს შორის პანკისში მცხოვრებნი იყვნენ, რამდენადაც ისინი საქართველოს წინააღმდეგ არასდროს წავლენ.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ერთ-ერთი მათგანი სოფელ დუისის მკვიდრი გურამ გუმაშვილი იყოს, ხანგოშვილი ამ მონაცემებს საეჭვოდ მიიჩნევს.
ასე ფიქრობს, გუმაშვილის ბიძა ზაურ გუმაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ეს დეზინფორმაციაა, რადგან მისი ძმისშვილი სირიაშია და ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძვის.