აქტუალური
სუს-ის უფროსმა სპეცოპერაციისას მოსახლეობის მძევლად აყვანის საფრთხეზე ილაპარაკა

      საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფომი. "ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ სპეცოპერაციის დროს საქმე ტერორისტებთან გვქონდა", - განუცხადა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა.
სავარაუდო ტერორისტების დაკავების სპეცოპერაცია ისანი-სამგორის რაიონში თითქმის 24 საათს გაგრძელდა. დამნაშავეები მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გამაგრდნენ. რაიონი გადაიკეტა, განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა სროლა და ისმოდა აფეთქებები. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
გვინდოდა, არ დაშავებულიყვნენ მოქალაქეები, ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები. იყო საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ. სერიოზული ჯგუფი იყო,“ - აღნიშნა გომელაურმა. სწორედ ამის თავიდან აცილებაზე იყო მიმართული სპეცრაზმის მოქმედებები და სპეცოპერაცია დიდხანს ამიტომ გაგრძელდა.
გომელაურმა არ გამორიცხა, რომ სპეცოპერაციისას დაჯგუფების მოქმედებები ოფიციალურად შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც „ტერორისტული აქტი“. სუს-ის უფროსმა გააკეთა კომენტარი გავრცელებულ მუქარასთან დაკავშირებით, რომელიც დაჯგუფების ლიკვიდირების შემდეგ სოციალურ ქსელებში გაჩნდა. რა თქმა უნდა, ვფლობთ ინფორმაციას. ვაკვირდებით ღია წყაროებშიც. ზარები ხორციელდება ამა თუ იმ მუქარით. ეს ყველაფერი, შემოსული ზარი იქნება თუფეისბუქზეგანხორციელებული მუქარა, ამა თუ იმ მიმართულებით, ყველაფერი იქნება ამ გამოძიებაზე მიბმული და მივუდგებით სერიოზულად ყველა შემოსულ ზარს და sms-შეტყობინებას”, — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
წინასწარი მონაცემებით, იმ დაჯგუფების ყველა წევრი, რომლის წინააღმდეგ ტარდებოდა სპეცოპერაციაუცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. ამ ეტაპზე სუს- არანაირ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.