აქტუალური
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრები - იმ ბინაში მცხოვრებლებს, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ეზოში ხშირად ვხედავდით

      საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. იმ ბინაში მცხოვრებთ, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, ხშირად ვხედავდით, თუმცა ვინ იყვნენ, დაწვრილებით არ ვიცით, – ამის შესახებ პირველ არხს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებმა განუცხადა. თამაზ ჩიტაევის თქმით, ხსენებულ ბინაში მცხოვრებ ქალებსა და ბავშვს ეზოში ხშირად ხედავდა. აქ ქალები დადიოდნენ, ამ ბინაში. ბავშვი ჩამოჰყავდათ. გამარჯობასაც ამბობდნენ ჩვეულებრივ. არ ჩანდნენ საეჭვო პიროვნებები. ესე იგი, ეს წლები ამარაგებდნენ ასაფეთქებელი ნივთიერებებით სახლს. დაბლა ბავშვიც ჩამოდიოდა, ასეირნებდნენ. ქალები იყვნენ და ვინ იყვნენ, დეტალურად არ ვიცით“, – აღნიშნა პირველ არხთან საუბრისას თამაზ ჩიტაევმა.
შეგახსენებთ, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს გვიან ღამიდან მიმდინარეობდა. სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არცერთი მშვიდობიანი მოქალაქე.