უცხოეთი
რუსეთის, ირანის და თურქეთის ლიდერები სირიის საკითხზე შეთანხმდნენ

      საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. სოჭში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე რუსეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტები სირიის კონფლიქტის დარეგულერების საკითხზე შეთანხმდნენ.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც  ჩამოვიდა რუსეთში, სოჭში.
ბატონ როუჰანისთან და ბატონ ერდოღანთან ერთად განვიხილეთ სირიის საკითხი, რომელმაც დღეს კონსტრუქციულ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა. საგნობრივად განვიხილეთ სირიის დარეგულირების საკითხის ასპექტები. შევთანხმდით, კვლავაც აქტიური ძალისხმევით განვაგრძოთ მუშაობა მთავარი ამოცანის გადასაწყვეტად – ამ ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება, მისი სუვერენიტეტის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ლიდერებმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში არსებითი წარმატებების შესახებ აღნიშნეს.
შეგახსენებთ, რომ სირიის კონფლიქტში მოსკოვის, ანკარისა და თეირანის თავისებური “კავშირი”2016 წელს შეიქმნა.

news.ge