უცხოეთი
მედია: სააკაშვილს უკრაინიდან წლის ბოლომდე გააძევებენ

      საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ სააკაშვილს უკრაინიდან წლის ბოლომდე გააძევებენ. ამის შესახებ Страна უკრაინის ძალოვანი უწყებების წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილის დეპორტაცია არა საქართველოში, არამედ სხვა სახელმწიფოში მოხდება, შეიძლება ეს პოლონეთი იყო, საიდანაც ის უკრაინაში შევიდა.
სავარაუდო დეპორტაციის მიზეზი საიმიგრაციო კანონის და უკრაინაში ყოფნის ვადების დარღვევაა.
პოლიტიკური პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის მაისში მიიღო. 2017 წლის 26 ივლისს კი პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქეობა შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს შეუჩერა.
სააკაშვილმა, უკრაინის საზღვარი 10 სექტემბერს გადაკვეთა. მან პოლონეთი-უკრაინის სასაზღვრო გამშვებ პუნქტ შეგინთან ძალით გაარღვია კორდონი, რის გამოც მასზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

imedinews.ge