რელიგია
საქართველო, 24 ნოემბერი, საქინფორმი. მიტროპოლიტი შიო აცხადებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დასახელება მისთვის მოულოდნელი იყო.
მიტროპოლიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პატრიარქის ამ გადაწყვეტილების გამო ღელავს.
“ერთი მხრივ, ძალიან დიდი სიხარულია, რომ მისმა უწმინდესობამ ასეთი დიდი პატივი მარგუნა წილად. მეორე მხრივ, ძალიან ვღელავ, რამეთუ ეს უდიდესი ჯვარია. იმედი მაქვს ღვთის მადლის, შეწევნის, წმინდა გიორგის მფარველობის, მისი უწმინდესობის მამობრივი ხელმძღვანელობის და ლოცვა-კურთხევის. ამ მსახურებისთვის ჩემი თავი უღირსად მიმაჩნია”, – აღნიშნა მეუფე შიომ.
ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირი გუშინ დაასახელა.