საზოგადოება
თბილისის მერია სპეცოპერაციისას დაზარალებულებს დროებით საცხოვრებელს გამოუყოფს - თბილისის მერმა კახი კალაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა (ვიდეო)

      საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. კახი კალაძემ მწუხარება გამოთქვა სპეცრაზმელის გარდაცვალების გამო და მის ოჯახს მიუსამძიმრა. თბილისის მერის თქმით, თბილისში მცხოვრებთა უსაფრთხოება სრულად არის დაცული. მერი მოუწოდებს ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მცხოვრებლებს, ვისაც საცხოვრებლის დატოვებამ მოუწია და არ აქვს ღამის გასათევი ადგილი, დროულად მიმართოს ისნის რაიონის გამგეობას, რომელიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ისნის რაიონის გამგეობა მათ რეგისტრაციაში გაატარებს და დროებითი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფს (ვიდეო იხ. აქ).
კახ კალაძემ გამოაცხადა ნომრებიც, რომლებზეც ასეთმა ადამიანებმა უნდა დარეკონ:
ისნის რაიონის გამგეობა - 2 37 50 29, 599 53 70 40
თბილისის მერია - 2 72 22 22