სამართალი
თბილისის რამდენიმე რაიონის მცხოვრებლებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ აფეთქებებისა და სროლის ხმა გაიგონეს

      საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. ვაშლიჯვარში სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობის მორიგი საჩვენებელი სწავლება მიმდინარეობს, პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო “Новости-Грузия” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო თოლორდავას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
ვაშლიჯვარში მორიგი საჩვენებელი სწავლება მიმდინარეობს. ის პერიოდულად იმართება. პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, არ არის არანაირი საშიშროება", — განაცხადა თოლორდავამ.