პოლიტიკა
საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმეორედ მონაწილეობას „არ გამორიცხავს“

      საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. “არა, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ“, - ასე უპასუხა საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში შეკითხვას, გამორიცხავს თუ არა, რომ მეორედ იყაროს კენჭი. ინფორმაციას ipn ავრცელებს.
მე ის ფაქტორები გითხარით, რომლებიდანაც გამომდინარე, ამ თემაზე ვფიქრობ. ბევრი კონტექსტია გასააზრებელი - თვითონ ქვეყნის მდგომარეობა, ის ერთპარტიული ვექტორი, მთელი უმრავლესობები, რომლებიც ყალიბდება ყველა მიმართულებით. დღეს კიდევ რაღაც პოლიტიკური დისკუსია იქიდან გამომდინარეა, რომ მე არ ვიკავებ ერთმნიშვნელოვნადქართული ოცნების პოზიციას. აქედან გამოდინარე, რაღაც დინამიკა მაინც არის“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წელს, სავარაუდოდ, ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდება.