აქტუალური
ქართული ბანკების მოგებამ 156 მილიონი ლარი შეადგინა

sabanko_seqtoriსაქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება 2010 წელს გაიზარდა და მთლიანობაში 156.3 მილიონი ლარი შეადგინა, ნაცვლად 2009 წელს არსებული 65 მილიონიანი წაგებისა.

საქართველოში 19 ბანკი ფუნქციონირებს, მათ შორის - 14 უცხოეთიდან კონტროლირებადი, ხოლო 2 უცხოური ბანკის ფილიალია, რომელთა საერთო აქტივების ოდენობა, საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 10.5 მილიარდ ლარს აღემატება.

როგორც საქინფორმის კორესპონდენტს საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, საბანკო სექტორის აქტივების რენტაბელობა 2010 წლის შედეგებით 1,7 პროცენტს შეადგენს, ხოლო კაპიტალის რენტაბელობა – 9,6 პროცენტია (შესაბამისად, ნაცვლად 0,8 და 4,3 პროცენტისა 2009 წელს).