პოლიტიკა
ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან „მშვენიერი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა

      საქართველო, 23 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უაღრესად კმაყოფილია რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრით. ტრამპმა განაცხადა, რომ  პუტინთან „მშვენიერი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა, და დასძინა, რომ მათ „კაცურად ილაპარაკეს“. თეთრი სახლი იუწყება, რომ საუბარი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და სახელმწიფოთა მეთაურებმა იმსჯელეს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სირიაზე, უკრაინაზე და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაზე.
„პრეზიდენტებმა დაადასტურეს აშშ-ისა და რფ-ის ერთობლივი განცხადების მხარდაჭერა, რომელიც 11 ნოემბერს აზია-წყნარი ოკეანის სამიტზე იქნა მიღებული. ორივე პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2254-ის რეალიზაციის მნიშვნელობას, გაეროს ეგიდით ჟენევის პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობას სირიაში სამოქალაქო ომის მშვიდობიანად დამთავრების მიზნით, ჰუმანიტარული კრიზისის დასრულების, სირიელ დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების, ბოროტგანზრახული ჩარევისა და ტერორისტთა უხიფათო ნავსაყუდელებისაგან თავისუფალი ერთიანი სირიის სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას“, - ნათქვამია თეთრი სახლის შეტყობინებაში.
„პრეზიდენტებმა დაადასტურეს ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობა მთელ ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. ისინი, აგრეთვე, შეთანხმდნენ ისლამურ სახელმწიფოსთან „ალ-კაიდასთან“, „თალიბანთან“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში შემდგომი თანამშრომლობის გზების შესწავლაზე“, - იუწყება თეთრი სახლი.
„პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა იმსჯელეს.  როგორ განახორციელონ ხანგრძლივი მშვიდობა უკრაინაში, აგრეთვე, ჩრდილოეთ კორეაზე საერთაშორისო ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამის შესაჩერებლად“, - დაასკვნეს თეთრ სახლში.