საზოგადოება
თბილისში კონგრესზე რუსული დელეგაცია ჩამოვა - „Sputnik-საქართველო“

      საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო კონგრესშიჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“, რომელიც თბილისში 2018 წლის 14-15 თებერვალს გაიმართება, მონაწილეობას მიიღებს სსინსტიტუტ ჰიდროპროექტისდელეგაცია ინსტიტუტის გენერალური დირექტორის ევგენი ბელენდირის ხელმძღვანელობით, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ინსტიტუტი ყველა სტადიის საძიებო და საპროექტო სამუშაოებს ასრულებს — დაწყებული მდინარეების ენერგეტიკული და წყალსამეურნეო გამოყენებით დამთავრებული მშენებლობის დასრულებით და ობიექტების კომერციული ექსპლუატაციის ამოქმედებით. ინსტიტუტი ჰიდროენერგეტიკის სფეროში წამყვანი მსოფლიო საპროექტო ორგანიზაციების რიცხვში შედის.
ინსტიტუტის გენერალური დირექტორი საერთაშორისო კონგრესში "ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" 2017 წლის 15-16 თებერვალსაც მონაწილეობდა. მაშინ კონგრესზე შეიკრიბა შორეული და ახლო უცხოეთიდან ენერგეტიკის სფეროს 100-ზე მეტი ექსპერტი, კერძო სექტორის წარმომადგენელი და სახელმწიფო მოხელე.
ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია" — ეს არის დიალოგის, გამოცდილების გაცვლის, ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა გადაწყვეტილებების გადაჭრისა და ძალისხმევის კონსოლიდაციის პროფესიული მოედანი, რომელიც რეგიონში (საქართველო, აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი) ჰოდროელექტროსადგურების მშენებლობისა და რეკონსტრუქცია/მოდერნიზაციის პროექტების ეფექტური რეალიზების მიზნით იმართება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველო" 2018 წელს კონგრეს "ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზიას" საინფორმაციო პარტნიორი გახდება.
კონგრესზე ძირითადი მომხსენებლები იქნებიან: საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი, ტაჯიკეთის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მინისტრი უსმონალი უსმონზოდა, სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე აიკ არუთინიანი, ყაზახეთის კომპანიათა ჯგუფ AES-ის პრეზიდენტი დუისენ მერგალიევი და კომპანია Adjaristsqali Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი რონი სოლბერგი. ენერგეტიკის სამინისტროს დაგეგმილ გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს მხრიდან მონაწილის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.