პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების „Javelin“-ის გადაცემის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

      საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin-ის გადაცემის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა საუბარია ტექნიკაზე, რომლის ღირებულებაც 75 მილიონ დოლარს აღწევს. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტო ავრცელებს. პრესრელიზში ნათქვამია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე გააცნეს კონგრესსაც.
საქართველოს მთავრობამ მოითხოვა ანტისარაკეტო კომპლექს Javelin-ის 410 რაკეტის, 72 სამიზნე-გამშვები ბლოკის, 10 სასწავლო კომპლექსისა და 70 ჭურვის შეძენა. მასთან, აშშ-ის მთავრობა მზადაა, საქართველოში ტექნიკის ტრანსპორტირება და მისი ტექნიკური მომსახურება უზრუნველყოს“, – ნათქვამია პრესრელიზში.
როგორც განცხადებაშია ხაზგასმული, ამ იარაღის მიწოდება აშშ-ის საგარეო პოლიტიკური კურსსა და ეროვნულ უსაფრთხოებას განამტკიცებს, საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების გზით. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში ხაზს უსვამენ, რომ ამ შეიარაღების საქართველოსთვის გადაცემა რეგიონში არსებულ ძალთა ბალანსს არ დაარღვევს.
განცხადებაში განმარტებულია, რომ საქართველოსთვის იარაღის მიწოდების შესახებ გარიგება დასრულებული არ არის და მისი გადახედვა კონგრესს შეუძლია.