უცხოეთი
სერგეი ლავროვი: რუსეთი მზადაა, უზრუნველყოს მოძრაობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისკენ

      საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთი მზადაა, უზრუნველყოს მოძრაობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისკენ, – ეს განცხადება ბაქოში ვიზიტად მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა.
სერგეი ლავროვი უკვე შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.
ჩვენ, როგორც ეუთო-ს მინსკის თანათავმჯდომარეების სამეულის წევრები, დაინტერესებულები ვართ კვანძების გახსნაში და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისკენ მოძრაობის უზრუნველყოფაში. ამ შემთხვევაში რუსეთი ეთანხმება აზერბაიჯანს, რომ ამ კუთხით უფრო აქტიური ძალისხმევაა საჭირო, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა,  ხაზი გაუსვა აზერბაიჯანთან სავაჭრო ბრუნვის ზრდას. ლავროვის თქმით, 2017 წლის პირველ ცხრა თვეში ტვირთბრუნვა 60 პროცენტით არის გაზრდილი.

1tv.ge