საზოგადოება
საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის მერმა სხდომის დაწყებისას სსიპ-ებისა და აიპ-ების ახალი ხელმძღვანელები დაასახელა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე თემურ თორდინავას კახაბერ გვანცელაძე შეცვლის.
არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ წიკლაურს შეცვლის თემურ ბოლოთაშვილი.
ქონების მართვის სააგენტოს კარლო ლაფერაძის ნაცვლად ირაკლი თავართქილაძე უხელმძღვანელებს.
შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" მამუკა კობახიძე უხელმძღვანელებს, რომელმაც ნუგზარ ჭეიშვილი შეცვალა.