სამართალი
საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე 11 პირი გამოავლინეს.
სამართალდამცველებმა ბორჯომის, ადიგენის, ნინოწმინდის, ახალციხის და ასპინძის რაიონებში მხილებულების ავტომანქანებიდან უკანონოდ მოპოვებული ხის მრგვალი მორები და სამასალე ფიცრები ამოიღეს, გამოვლენილი ავტომანქანები კი დალუქეს.
ამოღებული ხის მასალა გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს.