პოლიტიკა
„მართვადი რევოლუცია მოდის!“ – რას თესავს სანიკიძე საზოგადოებაში?!

gubazროგორც “ეროვნული ფორუმის” ერთ–ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტი სააკაშვილი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მართვადი რევოლუციის მოსაწყობად ემზადება და „ფორუმი“ მზადაა, ამ პროცესის შესაჩერებლად პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს და პოლიტიკური ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს.

სააკაშვილს გაყალბებულ საარჩევნო გარემოში ვადამდელ არჩევნებს არ ჩაატარებინებ. ვადამდელი არჩევნები ჩატარდება მალე და ამას ერთ-ერთი პირველი ეროვნული ფორუმი მოითხოვს, ეს მოხდება ახალ საარჩევნო გარემოში, რ საზოგადოების აქტიურად ჩართვის შემდეგ ამ ხელისუფლებას ხმების მოპარვის და ტოტალური გაყალბების შანსი აღარ ექნება. თუ საზოგადოება ამ პროცესში თანმიმდევრულად არ ჩაერთვება, ყველა რიგგარეშე ან რიგითი არჩევნები კვლავ გაყალბებული იქნება დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. ყველაფერი ეს სავსებით მიღწევადია უახლოესი დროის განმავლობაში, მითუმეტეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესები გამოაფხიზლებს როგორც საზოგადოებას, ისე პოლიტიკურ სპექტრს. წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება არა რევოლუცია, არამედ ხალხის ამბოხი“, – აცხადებს სანიკიძე.

ამასთან, სანიკიძე ფიქრობს, რომ საყოველთაო ცვლილებები ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ ვერ განხორციელდება. ამას საზოგადოების მხრიდან მასობრივი ჩართვა სჭირდება. მოსავალი დაუთესავად არ მოდის.

P.S. გამომდინარე იქიდან, რომ „მოსავალი“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალაუფლება უნდა იყოს, საზოგადოებამ თავად განსაჯოს, რა გეგმები დასახეს ერთთვიანი დუმილის დროს და რას სთავაზობენ მას „ფორუმელები“.