აქტუალური
თბილისის მერია საკრებულოდან დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს უკან გამოითხოვს და ახალს წარადგენს

      საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ თბილისის მერმა კახ კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას წარვუდგინეთ ის ძირითადი პროგრამა, რომელიც, თავის მხრივ, 4-წლიანი განვითარების გეგმასა და ამ გეგმის განხორციელებისთვის შესაბამისი პროექტების განხორციელებას მოიცავს. ჩვენი საარჩევნო პროგრამა შედგებოდა 7 ძირითადი პუნქტისგან და მასში მთლიანად ასახულია ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს. ბიუჯეტში, რომელიც დღეს არის წარდგენილი თბილისის საკრებულოში, არანაირი უფლებამოსილება არ გვქონდა ცვლილებების შეტანის, რადგან საკრებულოს მხრიდან მთავრობა არ იყო წარდგენილი და ვერ შევიტანდით მასში ჩვენ ხედვებსა და გეგმებს. მინდა ვთხოვო ვიცე მერს, რომ დაიწყოთ მუშაობა ბიუჯეტთან დაკავშირებით - გამოვითხოვოთ წარდგენილი ბიუჯეტი და კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოხდეს მისი გადაგზავნა თბილისის საკრებულოში. ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს ასახული და გაწერილი ის კონკრეტული პროექტები, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი 2018 წელს”, - განაცხადა კალაძემ.