პოლიტიკა
„ჩემი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, სხვანაირი სია შედგებოდა!“ - უჩა ნანუაშვილი გიგა ბოკერიასთვის ტოლერანტობის პრიზის გადაცემის ფაქტთან კავშირს უარყოფს

      საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახალხო დამცველი გიგა ბოკერიასთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ პრიზის გადაცემის ფაქტთან კავშირს უარყოფს. უჩა ნანუაშვილი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება რელიგიური საბჭოს წევრთა უმეტესობის მიღებულია, რაშიც მას ჩარევის უფლება არ აქვს.
ეს იყო საბჭოს გადაწყვეტილება და მე ჩარევის უფლება არ მაქვს. ჩემი პირადი აზრი არა მგონია, ვინმესთვის საინტერესო იყოს. მე ვცადე, შერჩევის პროცესი დამეხვეწა, არაობიექტურობა რომ გამორიცხულიყო და ნაწილობრივ გამოვიდა წინა წლებში, ანუ ჩემი გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო, სხვანაირი სია შედგებოდა", - აცხადებს ომბუდსმენი.